03 მაისი 2024,   16:53
ვრცლად
"არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ" - ლაშა ფურცხვანიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე პირველი პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, მათი ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატები  პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ.

მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, "გრინსერვის+"-ის დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ უპასუხა, რომ თავს უდანაშაულოდ სცნობს.

"არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ," - განაცხადა ფურცხვანიძემ პროცესზე.

პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, 9 დაკავებულიდან 4-ს ბრალი დაუმძიმა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება უკვე უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები