17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
"კეთილდღეობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში დასახელდა

"კეთილდღეობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში დასახელდა.

მონაცემების მიხედვით საქართველო 2023ი წლის "კეთილდღეობის ინდექსში" 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

კეთილდღეობის გრძელვადიანი, 10-წლიანი გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო სამი მიმართულებით დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში. დაცულობის და უსაფრთხოების რეიტინგის, საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესს და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით კი საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა. "კეთილდღეობის ინდექსს" და შესაბამის ანგარიშს ბრიტანეთის ანალიტიკური ცენტრი ლეგა ტუმ Institute 2007 წლიდან აქვეყნებს.

დღის ამბები