17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო არტისტის, "ცისფერი ტრიოს" სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული "ცისფერი ტრიოს" სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებული ნიჭისა და მრავალხმიანი სიმღერის დიდი სიყვარულის წყალობით, თამაზ სეფერთელაძემ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ სამუსიკო კულტურაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს," - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

"ცისფერი ტრიოს" სოლისტი თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები