17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 111-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 111-ე შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს,მათ შორის იყო ბორდერიზაციის 3 ფაქტი და უკანონო ინსტალაციები გორის მუნიციპალიტეტში.

ამას გარდა ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.

მხარეებმა ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის სარწყავი სეზონისთვის წყლის სისტემების მოწესრიგებაზე და სააღდგომოდ ე.წ გადასასვლელების გახსნაზე. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 25 აპრილს ჩატარდება.

ავტორი:მაია გრიგოლია

დღის ამბები