12 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის დღეს ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის დღეს ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის თქმით, ბაიდენი და შოლცი უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების შესაძლო გაწევასთან დაკავშირებითაც ისაუბრებენ.


შეგახსენებთ, გუშინ ოლაფ შოლცმა პეკინს მოუწოდა, რუსეთს უკრაინის ომში დახმარების გაწევის მიზნით იარაღი არ გაუგზავნოს და ამის ნაცვლად ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, რომ უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარი ძალები გაიყვანოს.

დღის ამბები