17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტის, უსაფრთხოების სკოლის მესამე სეზონი დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტის, უსაფრთხოების სკოლის მესამე სეზონი დასრულდა. პროექტში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 18-მა სტუდენტმა მიიღო.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ 2 კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ მიეღოთ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან.

გარდა ამისა, სკოლის მონაწილეებმა არაუსაფრთხო გარემოში საფრთხის შეფასება და თავის დაცვა ისწავლეს, გაიარეს ფიზიკური მომზადების კურსი. სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, საზეიმო ვითარებაში გადასცა.

დღის ამბები