17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით ფერმერების ნაწილმა უკვე ისარგებლა

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით ფერმერების ნაწილმა უკვე ისარგებლა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ფერმერებსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ისაუბრეს პროგრამის მიმდინარეობაზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, 37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის ბაღია რეგისტრირებული, ბაღების მფლობელების, თანამესაკუთრეების ჩათვლით, რაოდენობა 85 ათასზე მეტს შეადგენს.  

დღის ამბები