17 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
როდესაც ხდება ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის დაბულინგება და შეცდომაში შეყვანა, თითქოს ვინმეს საქმიანობა შეიზღუდება, ეს არის მტკნარი ტყუილი - ირაკლი ჩიქოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, სიცრუეა.

ჩიქოვანის თქმით, პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი ორიენტირებულია საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე.  

"სიცრუეა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელები საუბრობენ თითქოს იმაზე, რომ ვინმეს საქმიანობა ამით შეიზღუდება, ეს არის აბსოლუტური მტკნარი ტყუილი. კანონპროექტი, რომელიც არის პირველი მოსმენით მიღებული, პრინციპების დონეზე, არის ორიენტირებული გამჭვირვალობაზე.

გამჭვირვალობა გულისხმობს იმას, რომ სუბიექტები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დაფინანსება, 20% - ზე მეტი, სხვა სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციის მხრიდან, ამას ასაჯაროებენ და ეს არის ყველასათვის ხელმისაწვდომი და პრაქტიკულად საჯარო. ეს არის ამ კანონის მიზანი.  

როდესაც ხდება ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, დაბულინგება და შეცდომაში შეყვანა თითქოს მათი სფერო იქნება ამით დაზარალებული და მათ სფეროს მოაკლდება რესურსები და ეს აღარ  მისცემთ მათ საშუალებას წვდომა ჰქონდეთ რესურსებზე ეს არის სრული სიცრუე. 
თქვენ იცით, რომ ამერიკული კანონი, რომელიც იქნა ინიცირებული „ხალხის ძალის“ მხრიდან, ეს იყო ინიცირებული მას შემდგომ რაც მათ დაუპირისპირეს ეს ინიციატივა იმ ფეიკ კამპანიას, რომელიც წამოიწყო "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულმა მედია საშუალებებმა. ჩვენ პირველი მოსმენით მივიღეთ ქართული ვერსია, რომელიც არის აბსოლუტურად ძალიან მარტივი კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე და იქ არანაირი სანქციები არ არსებობს ამერიკული კანონისგან განსხვავებით, მაგრამ ჩვენ ორივე კანონი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში და ერთი კანონი უკვე, პირველი მოსმენით არის განხილული და მეორე კანონი განხილვის გარეშეა გაგზავნილი," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები