17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
აქციის მონაწილეები, რომელთაც მანამდე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ჰქონდათ გადაკეტილი, კვლავ რუსთაველის გამზირზე ბრუნდებიან - პარლამენტთან ვითარება კვლავ დაძაბულია

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელთაც მანამდე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ჰქონდათ გადაკეტილი, კვლავ რუსთაველის გამზირზე ბრუნდებიან. მათ სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ პარალიზებული და აჩერებენ ავტომობილებს და მძღოლებს არწმუნებენ შეუერთდნენ მათ პროტესტს.

პარალელურად, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს ისევ იყენებს. ამასთან, დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. 

სპეცრაზმი, სავარაუდოდ, მომიტინგეების კიდევ ერთხელ დაშლას გეგმავს, ვინაიდან მოქალაქეების მისამართით იყო შესაბამისი გაფრთხილება. პარლამენტსა და მიმდებარე ქუჩებზე დიდი ოდენობით სპეცრაზმი რჩება.

 

 

დღის ამბები