17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ექსპერტების განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ისტორიულ ნიშნულს აღწევს

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ისტორიულ ნიშნულს აღწევს, - ამის შესახებ ექსპერტებმა სოსო არჩვაძემ და გიორგი ცუცქირიძემ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

აღინიშნა, რომ რეგიონში საქართველოს ეკონომიკა ყველაზე წარმატებულია. ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, ვალუტის კურსის გამყარებაზე, ახალ სამუშაო ადგილებსა და ტურისტების შემოდინებაზე.

მათივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იძლევა გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთების საშუალებასაც, რაც პოზიტიურად აისახება ინფლაციის პროცესებზეც და მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

"რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა, აშკარად გამორჩეულია და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ბოლო ორი წლის მანძილზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, შეიქმნა 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება, საკმაოდ დამაჯერებელი ტემპით ხორციელდება,"-აცხადებს ექსპერტი სოსო არჩვაძე.

დღის ამბები