17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
+20 გრადუსი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა - როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 მარტამდე საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 22 მარტამდე საქართველოში ცვალებადი მოღრუბლულობა შენარჩუნდება. სინოპტიკოსები დორის ამ მონაკვეთში ვარაუდობენ წვიმასაც.  

რაც შეეხება ქვეყნის დედაქალაქს, აქ ტემპერატურა +19 მოიმატებს. 

"21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი,"-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები