17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ამბროლაურში 3 ძაღლს ცოფი დაუდგინდა - გამოცხადდა კარანტინი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ძაღლის ცოფის 3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მუნიციპალიტეტის  ინფორმაციით, გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. 

ამბროლაურში დღეს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაიყვანენ.  აღნიშნულიდან გამომდინარე,  არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი.

დღის ამბები