17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
რატი მორჩილაძე - „ფორსაითის“ სახით დანაზოგის მქონე მოქალაქეს შეუძლია ჰყავდეს პერსონალური ფინანსური მრჩეველი, რომელიც მას ეხმარება უზრუნველყოს საკუთარი გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობა

„დღეს ჩვენ ქვეყანაში არის კაპიტალის ნაკლებობა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უამრავ კომპანიას უჭირს განვითარება, არის არასათანადო დაფინანსების სტრუქტურა. ცალსახაა, რომ საჭიროა ახალი მექანიზმები, ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც  გაზრდიან წვდომას კონკრეტული ქართული ბიზნესებისთვის  სპეციფიკურ  საჭიროებაზე“,- ამის შესახებ „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მეორე საჭიროება ეხება ინდივიდებს -  ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ფინანსური სტაბილურობაა.

„ფინანსური სტაბილურობა რეალურად თავის თავში ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხს და კითხვას მოიცავს. მაგალითად კითხვები, როგორიცაა:  როგორ უზრუნველვყოთ სათანადო დანაზოგი საპენსიო ასაკისთვის და ჩვენი შვილების განათლებისთვის საჭირო ფულადი სახსრები?  როგორ დავგეგმოთ პირადი ფინანსები ისე, რომ ყოველთვის გვქონდეს საკმარისი სახსრები პირადი თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად?  როგორ შევქმნათ დანაზოგი უსიამოვნო მოულოდნელობებისთვის? და უამრავი სხვა კითხვა, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რეალურია და  ეხება ერთ მთავარ საკითხს: როგორ უზრუნველვყო სტაბილური ფინანსური მომავალი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის?

ჩვენი, „ფორსაითის“ მისიაა დავეხმაროთ ჩვენ კლიენტებს, ჩვენ ინვესტორებს მიაღწიონ გრძელვადიან ფინანსურ სტაბილურობას, ანუ მდგომარეობას, სადაც ამ ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი“,- განაცხადა რატი მორჩილაძემ.

მისივე თქმით,  „ფორსაითის“ გუნდის  სახით მოქალაქეს/დამზოგველს/ინვესტორს შეუძლია ჰყავდეს პერსონალური ფინანსური მრჩეველი, რომელიც მას ეხმარება მიიღოს გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს საკუთარი გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობა.

„ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ასევე ჩვენი და სხვა ჩვენნაირი სუბიექტების სახით ჰყავდეთ კვალიფიციური ფინანსური მრჩევლები, რომლებთან ერთად ისინი მიიღებენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, გასცემენ პრაქტიკულ პასუხს აი იმ კითხვებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და ამ ყველაფრის შედეგად უზრუნველყოფენ საკუთარ სტაბილურ ფინანსურ მომავალს“,-აღნიშნა „ფორსაითის“ საინვესტიციო ოფიცერმა.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. „ფორსაითი“ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“  აქვს კანონით მინიჭებული უფლება, დამზოგველებისგან და ინვესტორებისგან მოიზიდოს კაპიტალი,  განახორციელოს ინვესტიციები ამ კაპიტალით და   მათვე დაუგენერიროს სარგებელი.

 კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 (R)

დღის ამბები