12 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის და მოლდოვას ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის და მოლდოვას ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა, მათ პატივი რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მივიდა, აქ ერთი წლის წინ ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერი კიევში ჩავიდა, რათა ბუჩას გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღოს მონაწილეობა.

დღის ამბები