20 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
ფინეთი დღეიდან ოფიციალურად ნატო-ს წევრი ქვეყანაა

ფინეთი დღეიდან ოფიციალურად ნატო-ს წევრი ქვეყანაა. სწორედ დღეს გაიმართება დროშის აღმართვის ცერემონია, ამის შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. სადაც წევრი ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსით იქნება წარმოდგენილი ფინეთის პირველი დიპლომატი.

"რუსეთმა მიიღო მეტი ნატო" - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე. მან, ასევე, ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დრომდე, ნატოს წევრ ქვეყნებს კიევისთვის 65 მილიარდი ევროს ღირებულების ლეტალური და არალეტალური იარაღი აქვს გადაცემული.

დღის ამბები