20 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
პირველი, რაც გამახსენდა იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს - "შენ კაცი მაჩვენე, მე განახებ დანაშაულს" - ჯონ ბოლტონი ტრამპის ბრალდების საქმეზე

"უკიდურესად შეწუხებული ვარ ამ დოკუმენტით," - აცხადებს დონალდ ტრამპის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ ბოლტონი ტრამპის ბრალდებასთან დაკავშირებით. განცხადება მან CNN-ის ეთერში გააკეთა.   

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა საბჭოთა კავშირი და მისი ქართველი ხელმძღვანელები გაიხსენა და დონალდ ტრამპის საქმეზე ციტატად მოიყვანა. 

"პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, საბჭოთა "კაგებეს" ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა სტალინს - "შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს". მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს, უნდა ვთქვა, რომ ეს ჯდება ტრამპის ნარატივში. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე - ვინ იყო ტრამპის ყველაზე დიდი პოლიტიკური მხარდამჭერი? - პასუხი შეიძლება იყოს ალვინ ბრაგი, ტრამპის საქმის პროკურორი", - განაცხადა ბოლტონმა. 

დღის ამბები