20 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა, სადაც ბოროტების გზა დაიწყო, დარწმუნებული ვარ სწორედ იქ გველის ამ ბოროტებაზე გამარჯვება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა. 

მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები:

"არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი უკრაინული ყირიმის ოკუპაციით, სწორედ ყირიმში უკრაინული და ყირიმულ-თათრული თავისუფლების, ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთის მცდელობა, მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები. იქ, სადაც ბოროტების გზა დაიწყო, დარწმუნებული ვარ სწორედ იქ გველის ამ ბოროტებაზე გამარჯვება.

ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ ამაში. მსოფლიოში წესრიგისთვის, რომელიც გაეროს კონვენციებსა და ქარტიას ეყრდნობა და არა მკვლელების, მოძალადეების, მძარცველების კრიმინალურ ჩვევებს, რომელთა გავრცელებასაც რუსეთი ცდილობს,"- განაცხადა ზელენსკიმ. 

კრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების ხმა ისმის. ინფორმაციას ომში მყოფი ქვეყნის მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო განგაშის სიგნალია ჩართული ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. ომის 409-ე დღეს იბომბება დასახლებული პუნქტები, თუმცა უკრაინა კონტრ იერიშებსაც ახორცილებს. 

დღის ამბები