20 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
ტუნისის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა

ტუნისის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა. ბორტზე მყოფი 27 ადამიანი დაკარგულად ითვლება.ვარაუდობენ, რომ ყველა მათგანი დაღუპულია.

მიგრანტები იტალიისკენ მიემართებოდნენ. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მარტის შემდეგ ეს უკვე ნავის ჩაძირვის მეშვიდე შემთხვევაა. 100-მდე ადამიანი კი დაღუპულად ითვლება.

დღის ამბები