20 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
3 წლიანი შემოქმედებითი პაუზის, სკანდალური სასამართლოს და გაუქმებული როლების შემდეგ, ჯონი დეპი კარიერას უბრუნდება

3 წლიანი შემოქმედებითი პაუზის, სკანდალური სასამართლოს და გაუქმებული როლების შემდეგ, ჯონი დეპი კარიერას უბრუნდება.

"ჯეინ დუ ბარი" - ბიოგრაფიული კინოსურათი, ისტორიული ფაქტების ეკრანიზაციაა. სიუჟეტი საფრანგეთის სამეფო კარზე განვითარებულ მოვლენებზე გვიამბობს. ფილმში ლუი 15-ეს როლს ჯონი დეპი ასრულებს. მთავარ როლშია მაივენიც, რომელიც ამავე ფილმის რეჟისორიც არის. სკანდალური განქორწინების შემდეგ, ჯონი დეპის დებიუტს და ფილმის პრემიერას მაყურებელი კანის კინო ფესტივალზე იხილავს.

ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი 76-ე სეზონისთვის ემზადება. წელს „ოქროს პალმის რტოსთვის“ 19 ფილმი იბრძვის. საკონკურსო სექციაშია "ასტეროიდის ქალაქი" - ვარსკვლავური შემადგენლობით. ტომ ჰენკსი, სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სვინტონი, ედვარდ ნორტონი, უილამ დეფო და ედრიენ ბროდი, ამერიკულ სამეცნიერო ფანტასტიკას მსოფლიო მაყურებელს წარუდგენს.

"კანი უბრუნდება მომავალს", - ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა ჰოლივუდ რეპორტერმა სტატია, მას შემდეგ რაც ფესტივალმა პროგრამა წარადგინა. 76-ე ფესტივალმა ჰოლივუდის ვარსკვლავები კიდევ ერთხელ შეკრიბა. მათ შორისაა, ნატალი პორტმანი და ჯულიანა მური. მსახიობები რომანტიკულ დრამაში "მაისის დეკემბერი", მთავარ როლს ასრულებენ.

არასაკონკურსო სექციაშია ლეგენდარული რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს "მთვარის ყვავილის მკვლელები ". ფილმში ლეონარდო დიკაპრიო, რობერტ დე ნირო და ჯესი პლემონსი მონაწილეობენ. კანის ფესტივალზე ინდიანა ჯონსის მსოფლიო პრემიერა შედგება. 15 წლის შემდეგ ფილმში მთავარ როლს, კვლავ ჰარისონ ფორდი ასრულებს.

კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელი სექციაშია ქართული ფილმი "შაშვი შაშვი მაყვალი". ელენე ნავერიანის სრულმეტრაჟიანი ფილმი, თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. კანის კინოფესტივალის ამ სექციისთვის სულ 30 ფილმი შეარჩიეს,სადაც სხვადასხვა ქვეყნის, ჟანრისა და ხანგრძლივობის გამორჩეული ნამუშევრებია წარმოდგენილი.

წელს კანის კინოფესტივალის მთავარი სექცია უმეტესად ქალ რეჟისორებს დაეთმობათ. კინოფესტივალზე 50-ზე მეტი ფილმის ჩვენება 16-დან 27 მაისის ჩათვლით გაიმართება.

 

 

დღის ამბები