20 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებით საფრანგეთსა და პოლონეთს უთანხმოება აქვთ - "პოლიტიკო"

უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებით საფრანგეთსა და პოლონეთს უთანხმოება აქვთ- ამის შესახებ "პოლიტიკო" წერს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩების მხრიდან ჯერ კიდევ მოუგვარებელია დავა , თუ ვინ უნდა მიიღოს ევროკავშირის ერთობლივი კონტრაქტები უკრაინის საბრძოლო მასალის შესაძენად, მხოლოდ ადგილობრივმა კომპანიებმა თუ სხვა ფირმებმაც მსოფლიოში.

"პოლიტიკოს" ინფორმაციით, ევროკავშირში საფრანგეთის ელჩმა თავისი პოლონელი კოლეგა საბოლოო შეთანხმების შეფერხებაში დაადანაშაულა.

პოლონელმა ოფიციალურმა პირმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ საფრანგეთი მიმდინარე მოლაპარაკებების მხოლოდ გართულებას ცდილობს.

დღის ამბები