20 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
უკრაინული მარცვლეულის იმპორტის გამო დაზარალებული ქვეყნები ფინანსურ დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ უკრაინული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ ცალმხრივ სანქციებს გააუქმებენ - ევროკომისია

უკრაინული მარცვლეულის იმპორტის გამო დაზარალებული ქვეყნები ასი მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ უკრაინული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ ცალმხრივ სანქციებს გააუქმებენ - ამის შესახებ ევროკომისიაში აცხადებენ. განცხადება უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ბოლო დღეებში ბულგარეთმა, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტი აკრძალეს, ხოლო რუმინეთში იმავე აკრძალვის დაწესებას მოითხოვენ. ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინული იაფი პროდუქციის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე ადგილობრივ ფერმერებს აზარალებს.

მოგვიანებით პოლონეთი დათანხმდა უკრაინული პროდუქციის ტრანზიტით გატარებას, თუმცა გარკვეული პირობებით. უნგრეთი კი მარცვლეულის გარდა, უკრაინიდან თაფლისა და გარკვეული ხორც პროდუქტების იმპორტსაც კრძალავს. 

დღის ამბები