10 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
"ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში" ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, "ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში", ევაკუაცია გამოცხადდა - ამის შესახებ "რუსთავი2-ს" ინფორმაცია კერძო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა მიაწოდა.  

"რუსთავი2-ის" ცნობით, სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. 

ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

დამატებით დეტალებს "რუსთავი2" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. 

დღის ამბები