საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან პრესტურს მასპინძლობს.
ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვევიან სამეგრელოსა და ზემო-სვანეთს, უფლისციხეს.
გაეცნობიან ადგილობრივ კულტურასა და გასტრონომიას, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს. ტურის ფარგლებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება მსოფლიოში ცნობილ გამოცემებში.