ევროპის საბჭო, ოფიციალურ გვერდზე, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
შარლ მიშელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
"ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებით ნაბიჯს საქართველოში დეპოლარიზაციისკენ.
შარლ მიშელი ასევე მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება მიიღოს კანონი უცხოური გავლენის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მესამე მოსმენით არ მიღების თაობაზე დადებითი ნაბიჯია. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად საჭიროა სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება.
ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, დადებით იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა ქვეყანა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია," - წერია ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.