10 ნოემბერი 2024,   07:07
ვრცლად
მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი "ფეისბუქ პოსტს" აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა. როგორც ნიკოლოზ გუგეშაშვილი წერს, დამალვას არ აპირებს.

"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, ოთხი შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, "კარფურთან", სადაც ვცემე მიშა მშვილდაძეს. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს. ასევე "ფეისბუქით" გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ," – წერს ნიკოლოზ გუგეშაშვილი.

"ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს გუშინ დაესხნენ. 

დღის ამბები