26 ივნისი 2024,   18:08
ვრცლად
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს - უკრაინის დაზვერვა

ემზადება თუ არა რუსეთი მორიგი კატასტროფისთვის - უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს. ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება ტრადიციული ყოველდღიური ვიდეო მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საერთაშორისო პარტნიორებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

პარალელურად, უკრაინის ჯარები კონტრშეტევას განაგრძობენ. უკრაინის სამხედრო სპიკერის ინფორმაციით, მათი ჯარისკაცები ზაპორიჟიის ოლქში ბერდიანსკის მიმართულებით 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ; შეტევით ოპერაციებია მელიტოპოლშიც. ოკუპანტები კი ძირითად აქცენტს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით აკეთებენ.

გასულ ღამით დაიბომბა არაერთი ოლქი. არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები.

დღის ამბები