16 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს განიხილავს - დეპუტატების კითხვებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პასუხობს

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსზე დადებულ ვეტოს განიხილავს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც ცესკო-ს გადაწყვეტილების მისაღებად ორ მესამედიანი კვორუმის, ანუ 12 ხმის ნაცვლად, 9 ხმა დასჭირდება.

"ქართული ოცნებისთვის" შენიშვნა გაუგებარია - საპარლამენტო უმრავლესობაში დაინტერესდნენ, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს თუ არა რისკი ოპოზიციამ საარჩევნო ადმინისტრაციაში პროცესი ჩიხში შეიყვანოს.

პრეზიდენტის შენიშვნებს ხელისუფლების ოპონენტები იზიარებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნებისთვის" კონსენსუსის პრინციპი მიუღებელია.

 

დღის ამბები