26 ივნისი 2024,   18:25
ვრცლად
"იყავით ფრთხილად, ზაფხული ტყეში განსაკუთრებით ხანძარ-საშიში პერიოდია " - სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

იყავით ფრთხილად, ზაფხული ტყეში განსაკუთრებით ხანძარ-საშიში პერიოდია - გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აფრთხილებს.

უწყება მოუწოდებს ყველას ხანძრების თავიდან ასაცილებლად ტყეში უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

სამინისტრო, ასევე, ახსენებს მოსახლეობას, რომ ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, ჯარიმის გარდა კანონი ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები