უმრავლესობა გივი თარგამაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით, თარგამაძე სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა და ამის „ამსახველ” ფეიკ ბანერსაც აქვეყნებს. უმრავლესობა ამბობს, რომ რეალურად, ირაკლი კობახიძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
"ოცნება" აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური ფეიკ ბანერი გაავრცელა დავით ქაცარავამაც, რომელმაც მამუკა მდინარაძეს ისეთი განცხადების გაკეთება დააბრალა, რაც „ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს არასოდეს უთქვამს.
ოცნების შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია ანტიქართულ პროპაგანდას განაგრძობს და მსგავსი დეზინფორმაციით ცდილობს „ქართული ოცნების” და საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას, ოპოზიციას აღარაფერი აქვს სათქმელი და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათი ერთადერთი სტრატეგია ახლა განცხადებების გაყალბებაა.
"ეს არის სიყალბე და არ მაქვს იმედი, რომ ამ სიყალბეს ვინმე გამოეხმაურება ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციას ვგულისხმობ. ისინი დაკავებულები არიან საკუთარი დონორების და საკუთარი ოპოზიციური პარტიების საქმეების მხილებით.
ხელისუფლებაზე სულ ჩუმად არიან არასამთავრობოები, რომლებიც მილიონებს იღებენ, რომ ჰქონდეთ ტყუილის და დეზინფორმაციის მხილების კამპანია,"- აცხადებს პაპუაშვილი.