გივი თარგამაძე პოლიციელებს ემუქრება. მან "ფეისბუქ" სტატუსი გუშინ გამოაქვეყნა და სამართალდამცველებს მიმართა.
"რაც მე თქვენ აქამდე წლები გელოლიავეთ და აწი მოისმინეთ: თითოეულო, გვარებით, სახელებით, პირადი ნომრებით, განურჩევლად ყველა - თქვენზე მონების ძახილი თქვენი ცხონებაა. ქართველები არ ხართ, კაცები არ ხართ, ადამიანები არ ხართ - ღორების დამცველი მათზე უარესი არსებები ხართ. თქვენი შეწყალებაც რომ შედგეს ოდესღაც, პატიება არ იქნება. არასდროს. მუცლითმხოხავო ჭუჭყებო - შუბლი მიწას უხახუნეთ, არ ამოგეხედებათ არასდროს", - წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.