თბილისში თქვენი ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე, ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალიხან სმაილოვთან შეხვედრისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
"დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო კოლეგებო. ძვირფასო მეგობრებო, მიხარია თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა. თქვენ იმყოფებოდით თბილისში ივნისში და რამდენიმე კვირის შემდეგ, მე ვარ თქვენი სტუმარი, როგორც დაგპირდით, რა თქმა უნდა. მიხარია, რომ ვარ თქვენს ლამაზ ქვეყანაში, ალმატიში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის და სტუმარ-მასპინძლობისთვის.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილისში თქვენი ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე, ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, საქართველოსთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც (საგზაო რუკას), რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დერეფნის განვითარებისთვის.
ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი საუბარი დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი შუა დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთან და ჩემს დელეგაციასთან შეხვედრისთვის. მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით თქვენს ქვეყანაში. მადლობა!”, - განაცხადა პრემიერმა.