საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში სტუმრობისას, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა განაცხადა, რომ საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.
ალიხან სმაილოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა ნდობაზეა დაფუძნებული.
"ჩვენ შევძელით ფართო სპექტრის საკითხების განხილვა, კოორდინირებულად გადავდგამთ აქტიურ ნაბიჯებს. ვაფასებთ ყაზახურ-ქართულ მეგობრობას, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე. საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია. ჩემი ვიზიტის დროს, ყურადღება გავამახვილეთ ვაჭრობის გაზრდაზე. 6 თვის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ვაჭრობის ზრდას ჩვენს ქვეყნებს შორის. ხაზს ვუსვამთ ტრანზიტისა და ტრანსპორტირების კუთხით თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობას. გასულ შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ დიგიტალიზაციაზე, სტაბილურ ტარიფებზე, ლოჯისტიკასა და ტრანსპორტირებაზე. დაინტერესებული ვართ რეგიონებს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის გაღრმავებაზე,"- აცხადებს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი.