"მითების დეტექტორის" ინფორმაციით, შოვის ტრაგედიაზე ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 7 აგვისტოს ფეისბუკ ჯგუფში გამარჯვებული ირაკლი ღარიბაშვილი 41 ანონიმურმა ფეისბუკ ანგარიშმა მარიკა მარი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლის კობახიძის სახელით რამდენიმე ციტატა გაავრცელა.
კობახიძის ერთ-ერთ ფოტოს თან ერთვის შემდეგი ციტატა: “გარეული ღორის ხორცი პარკში 3 დღე არ ფუჭდება ასე არის ადამიანისაც ეს ექსპერტიზით არის დამტკიცებული, ამიტომ იქ სამაშველო ვერტმფრენის მალე მისვლა არიყო საჭირო. ვიღაცებმა თქვეს რომ პარკში ჩაყრილი მიცვალებულები გაფუჭდებოდა ეს არის პროვოკაცია.”
მარიკა მარის მიერ გავრცელებულ მეორე პოსტის თანახმად, კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანას ერთი სამაშველო თვითმფრინავი ჰყავს, რაც სრულიად საკმარისია, ხოლო ის ადამიანები, რომლებმაც ცურვა არ იციან, ზღვაზე არ უნდა წავიდნენ და არ დაიხოცებიან. მესამე პოსტში ნათქვამია, რომ კობახიძემ შოვის ტრაგედიას ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვა უწოდა. მეოთხე პოსტში კობახიძის სახელით ნათქვამია, რომ ხორცი პარკში არ ფუჭდება, პირიქით უფრო მეტ ხანს ძლებს, რის გამოც სამაშველო ვერტმფრენმა მისვლა არ იჩქარა. მეხუთე პოსტის თანახმად, კობახიძე ამბობს, რომ სტიქიის დროს ცოლთან ერთად ჯაკუზიში იწვა და ეძინა, როცა გაიღვიძა კი ნახა როგორ აწყობდნენ იმ ადამიანების გვამებს პარკებში, რომლებმაც ცურვა არ იცოდნენ. კობახიძის სახელით გავრცელებულ მეექვსე ციტატაში ნათქვამია, რომ ადამიანები რომლებიც დაიხოცნენ, ცურვა არ იცოდნენ და აქ სტიქია არაფერ შუაშია, რამდენადაც ცურვის არცოდნის გამო ყოველ წელს იღუპებიან ადამიანები.
გარდა ამისა, ამავე ანგარიშმა თბილისის მერის, კახა კალაძის სახელითაც გამოაქვეყნა რამდენიმე ციტატა. ციტატებში ნათქვამია, რომ კალაძემ სტიქიის დაწყების დროს მოკიდა თავის შვილებს ხელი და გამოიქცა სტიქიის ზონიდან, რა დროსაც მიწაში მოყოლილი ადამიანები შველას სთხოვდნენ, თუმცა ის ქალაქის მერია და არა მაშველი, შესაბამისად, ვერ დაეხმარებოდა მეწყერში ჩარჩენილ ადამიანებს.