15 ნოემბერი 2024,   17:01
ვრცლად
გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად, "ნაცმოძრაობა" 8 აგვისტოს გადიოდა საფლავებზე, 2014 წლის მერე შეცვალეს ნარატივი და ახლა ამით რაღაც მანიპულირება უნდათ - მამუკა მდინარაძემ

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" 2014 წლამდე 8 აგვისტოს გადიოდა საფლავებზე ხოლო 2014 წლის მერე "შეცვალეს ნარატივი და თქვეს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო და ამით რაღაც მანიპულირება უნდათ".

"დღევანდელ დღეს ასეთ თემებზე საუბარი ცოტა ჭირს, მაგრამ რადგან არ იშლიან, მე მათ ვურჩევდი, რომ 7 აგვისტოს თემაში, მათ ადგილას, ომის კონტექსტში არ შევიდოდი. 7 აგვისტო არის ის თარიღი, რომელიც დაფიქსირდა რეზოლუციაში, რომელსაც "ნაცმოძრაობამ" მაშინ მხარი დაუჭირა ომის დაწყების თარიღად და მასთან იქნა დაკავშირებული ქართველი სამხედროების მიერ ომის დაწყება და ომის დანაშაული. ანუ, დაადანაშაულეს 7 აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები და დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები 7 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულში, რაც შემდეგ გავაბათილეთ და მოვიდეთ როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში, მათ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად. 2014 წლამდე ისინი რუსულ ნარატივზე ისხდნენ, რადგან მოიხსენიებდნენ დაღუპულ გმირებს 8 აგვისტოს, ამ ერთ-ერთ უმძიმეს დღეს, ეს ხომ ცალსახა სპეკულაციაა, ეს ხომ მართლა რუსულ საქმეს აკეთებს. მართლა რუსული საქმის კეთება ხომ არის, რომ მათ ნარატივზე გადაჯდე, დიახ რუსეთი ამტკიცებდა ორივე სასამართლოში, რომ რეზოლუციის ჩანაწერი იყო სწორი და ის მოცემულობა იყო სწორი, რაც რეზოლუციას ეწერა. ამ ნარატივით "გვაწვებოდნენ" ქართულ მხარეს, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ომი და ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ეს ომი და ჩვენ ეს გავაბათილეთ. 2014 წლამდე, ვიდრე ეს სასამართლო პროცესები იქნებოდა, მათ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად, ისინი 8 აგვისტოს გადიოდნენ საფლავებზე და ამ დღეს იყო მოხსენიების დღე და ტრაგიკულ დღედ მიჩნეული 8 აგვისტო და 2014 წლის მერე შეცვალეს ნარატივი და ახლა ამით რაღაც მანიპულირება უნდათ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები