15 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო, მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა ქართულ კულტურულ საგანძურში დაიმკვიდრეს ადგილი - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი მსახიობის გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

პრემიერი სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას.

„ბატონმა გოგიმ ათწლეულების განმავლობაში თეატრალური და კინოხელოვნების ერთგული მსახურებით საერთო სახალხო სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა ქართულ კულტურულ საგანძურში დაიმკვიდრეს ადგილი.

გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები