„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“ დამფუძნებლის აუდიტისადმი მიმართვას, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით, პარტია" სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, სკანდალის აგორება არ გამოვა, რადგან აუდიტის სამსახური ისედაც სწავლობს პარტიების საქმიანობას და ეწევა ფინანსურ მონიტორინგს და შესაბამისად ეს ყველაფერი ღია ინფორმაციაა.
"აუდიტის სამსახური ისედაც სწავლობს პარტიების საქმიანობას და ეწევა ფინანსურ მონიტორინგს და შესაბამისად, ეს ყველაფერი ღია ინფორმაცია იქნება და შესაძლებელია ამის შესწავლა. რაც შეეხება პარტიებთან აფილირებული არასამთავრობოებს, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა შეერთებულ შტატებშიც და ევროპის ქვეყნებშიც, ამიტომ აქ სკანდალის აგორება არ გამოვა. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს" -ნახონ, შეამოწმონ, ჯერჯერობით, სამწუხაროდ ასეთი თანხები პარტიას არ ჰქონია", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.