15 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
კანონის მოთხოვნა უცხო სახელმწიფოდან პოლიტიკის დაფინანსება არ არის სწორი ქცევა - მიხეილ სარჯველაძე

„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“ დამფუძნებლის აუდიტისადმი მიმართვას, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი წაშლილია, შესაბამისად თუ მათი დაფინანსების საკითხს რელევანტური ორგანიზაცია გამოიძიებს ეს არ იქნება ცუდი.

"ზოგიერთ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი წაშლილია. ერთი და იგივე სუბიექტი ოპერირებს ზოგჯერ როგორც პოლიტიკოსად, ზოგიერთ შემთხვევაში როგორც არასამთავრობო ორგანიზაციად, თუმცა ის ერთი და იგივე სუბიექტად რჩება.

კანონის მოთხოვნა, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი და ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში იკრძალება, უცხო სახელმწიფოდან პოლიტიკის დაფინანსება არ არის სწორი ქცევა.

თუკი ამას რელევანტური სახელმწიფო დაწესებულება შეისწავლის, სამართლებრივ კვალიფიკაციას მისცემ და საზოგადოება იქნება ინფორმირებული ასეთი ქმედებების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, მისასალმებელი იქნება. სწორია, რომ კითხვა გაჩნდა, შესაბამისად ამას სჭირდება სწორად გამოკვლევა". - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები