15 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია და დღეს არის სანიმუშო სისტემა, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი საქართველო - პრემიერ-მინისტრი რეკომენდაციების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა სასამართლო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ხელისუფლებამ ბევრი რეფორმა განახორციელა სასამართლო სისტემაში, რათა ის გამხდარიყო უფრო ინკლუზიური და უფრო მეტად გამჭვირვალე. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმ,ა ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოსმ 12 რეკომენდაციის უმრავლესობა შეასრულა, დარჩენილია სამი, რომლებზეც მუშაობა გრძელდება. მათ შორის არის სასამართლო რეფორმა.  

"რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც არის პროცესში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში, რომ გამხდარიყო უფრო ინკლუზიური, უფრო მეტად გამჭვირვალე, უფრო მეტად ანგარიშვალდებული.

ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია და დღეს სასამართლო არის მართლაც სანიმუშო სისტემა, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი საქართველო და ზოგადად, ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს. ამის გარდა, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბრის თვეში. ჩვენ მანამდეც გვექნება თქვენთან კონსულტაციები და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები