ჰავაის კუნძულზე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ლავა საფრთხეს არ უქმნის დასახლებულ ადგილებს, თუმცა ვულკანურმა აირებმა შესაძლოა სუნთქვის პრობლემები შეუქმნას ადამიანებს.
კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის მიმდინარე წლის იანვარსა და ივნისშიც ამოიფრქვა.