ეროვნულ ბანკთან ნიკა მელიას ინიციატივით გამართულ აქციაზე, ლევან ხაბეიშვილი არ მივიდა, თუმცა იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლები.
პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქცია სხვა ადგილას და სხვა დროს დააანონსა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლება დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიოდა მანამ, სანამ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას უნარჩუნებდა.
"ის, რომ დღეს ფარცხალაძეს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ადასტურებს მათ დანაშაულებრივ ქმედებას იმ დრომდე, სანამ მოქალაქეობას უნარჩუნებდნენ. სანამ აშშ-მ არ დაასანქცირა ფარცხალაძე, მანამდე მოქალაქეობა შენარჩუნებული ჰქონდა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, როდესაც პირი რუსეთი მოქალაქეობას იღებს, მას საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უნდა გაუუქმდეს, რაც ფარცხალაძის შემთხვევაში არ მოხდა.
"როდესაც ადამიანი იღებს რუსეთის მოქალაქეობას, მას ავტომატურად უნდა უწყდებოდეს საქართველოს მოქალაქეობა. მიუხედავად ამისა, მას არ შეჩერებია. ამიტომ, ახლა საქმე იმაში არ არის, ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდება თუ ჩამოერთმევა. დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია", - განაცხადა ნიკა მელიამ.