ყოფილი "ვაგნერელი" ანდრეი მედვედევი, ნორვეგიაში, რუსეთის საზღვართან ახლოს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი გამშვები პუნქტისკენ საზღვრის გადაკვეთის მიზნით მიემართებოდა. ჯერ კიდევ მაისში მედვედევი საუბრობდა, რომ სამშობლოში დაბრუნება სურდა. ყოფილი "ვაგნერელი", რუსეთიდან ნორვეგიაში ზამთარში გაიქცა. ნორვეგიის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მისცეს თუ არა მას პოლიტიკური თავშესაფარი.