ამერიკაში ქართველი მოკლეს. ბრუკლინში - 43 წლის მამუკა ყულოშვილს საკუთარ სახლთან ჩხუბის დროს დანა დაარტყეს.
როგორც მოკლულის მეუღლე ნანა ჯერენაშვილი "რუსთავი2-თან" საუბრისას განმარტავს, მისი მეუღლე და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი მეგობრები არ ყოფილად და ერთმანეთსაც არ იცნობდნენ, უბრალოდ, მეზობლად ცხოვრობდნენ.
მისი განცხადებით, მის მეუღლესა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეზობელს შორის შელაპარაკება მანქანის პარკირების გამო დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა ცივი იარაღით მამუკა ყულოშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
"მამუკა ყულოშვილი ნასვამი არ ყოფილა, ის მეორე პირი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ის ადამიანი და მამუკა არც დიდი ხნის მეგობრები არ ყოფილან და არც იცნობდნენ ერთმანეთს, უბრალოდ, იქვე ახლოს ცხოვრობდა ის ადამიანი. მამუკა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა და პარკირების ადგილის გამო აუშარდა ის ადამიანი, აქ რატომ აჩერებ მანქანასო. შემდეგ მოუვიდათ შეკამათება და მამუკა ყულოშვილმა უთხრა, ხვალ ვილაპარაკოთო, რადგან ის ადამიანი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მაგრამ მამუკა ყულოშვილს თავი არ დაანება და მოუვიდათ შელაპარაკება. შეაგინა მამუკა ყულოშვილს, ამან ვერ მოითმინა. შემდეგ იმან ჩამოიტანა დანა და აი ასე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა", - განაცხადა მამუკა ყულოშვილის მეუღლემ ნანა ჯერენაშვილმა.