06 ოქტომბერი 2024,   21:52
ვრცლად
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, ცესკოს ორგანიზებით, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, ცესკოს ორგანიზებით, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა. რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში იმიტირებული კენჭისყრისთვის სპეციალური კუთხეები მოეწყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე გაავრცელეს საინფორმაციო ფლაერები, სადაც დეტალურად არის ასახული ის საარჩევნო სიახლეები და პროცედურები, რომელიც მოქალაქეებს 2024 წელს საარჩევნო უბნებზე დახვდებათ.

ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, 2024 წლის არჩევნებამდე, საარჩევნო სიახლეების შესახებ, მოსახლეობის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია. საინფორმაციო აქცია 2 დღის განმავლობაში თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„ვიმყოფებით თბილისობაზე და მოქალაქეებს ვაცნობთ იმ ელექტრონულ ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენებითაც ისინი 2024 წლის არჩევნებზე მიიღებენ მონაწილეობას. მოხარული ვართ, რომ მათი მხრიდან არის ძალიან დიდი დაინტერესება, ისინი მონაწილეობას იღებენ იმიტირებულ არჩევნებში,“ - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

დღის ამბები