06 ოქტომბერი 2024,   21:41
ვრცლად
პრემიერი, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მიტროპოლიტ შიოს წიგნის წარდგენას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. ნაშრომი, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის, საეკლესიო მწერლის, ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

პრეზენტაციას ავტორთან ერთად, სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები