06 ოქტომბერი 2024,   21:58
ვრცლად
"ევროპის უნივერსიტეტის" პოპჯგუფი ”გამორჩEUლი” და ესტონეთის უნივერსიტეტის კაპელა “SoLeMiJo” დღეს ერთობლივ კონცერტს გამართავენ

"ევროპის უნივერსიტეტის" პოპჯგუფი ”გამორჩEUლი” და ესტონეთის უნივერსიტეტის კაპელა “SoLeMiJo” დღეს ერთობლივ კონცერტს გამართავენ

მოძრაობის თეატრში, "ევროპის უნივერსიტეტის" პოპჯგუფი ”გამორჩEUლი” და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის კაპელა “SoLeMiJo” დღეს ერთობლივ კონცერტს გამართავენ.

ღონისძიებაზე კაპელა “SoLeMiJo” ესტონური რეპერტუარით იქნება წარმოდგენილი, ხოლო "ევროპის უნივერსიტეტის" პოპჯგუფი “გამორჩEUლი” შეასრულებს როგორც ქართულ, ასევე ცნობილ უცხოურ სიმღერებს.

აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტსა" და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის, გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მრავალი ერთობლივი კულტურული პროექტები ხორციელდება.

ღონისძიება მუშთაიდის ბაღში (მოძრაობის თეატრში) 20:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

დღის ამბები