06 ოქტომბერი 2024,   21:47
ვრცლად
ვანსა და ბაღდათში პროფესიული აკადემია ფუძნდება

ვანსა და ბაღდათში პროფესიული აკადემია ფუძნდება. პროექტი ვანისა და ბაღდათის ეპარქიისა და მსოფლიო განათლების ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდეს პროფესიული პროგრამები და მიიღონ სასურველი პროფესიული განათლება. აკადემიის სახელწოდებაა "მსოფლიო განათლების აკადემია".

პრეზენტაცია დღეს ვანის კულტურის ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მეუფე, მსოფლიო კულტურის ცენტრის, ასევე განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღესვე წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ. ღონისძიება ორდღიანია და ხვალ ბაღდათში გაგრძელდება.

დღის ამბები