06 ოქტომბერი 2024,   21:41
ვრცლად
კულტურის საერთაშორისო ფესტივალში "ევროპალია" საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას

წელს პირველად, საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას კულტურის საერთაშორისო ფესტივალში "ევროპალია". ევროპალია ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ჩატარდება 4 ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით, "ევროპალია-საქართველოს" ეგიდით. ქართული მხრიდან მხარდამჭერი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ბელგიის მხრიდან - ფესტივალ "ევროპალიას" პროფესიონალთა გუნდი.

ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე. ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.

დღის ამბები