06 ოქტომბერი 2024,   21:36
ვრცლად
ღვინის 8 000-წლიანი ისტორია გრძელდება - საქართველო "ღვინის დღეების" მასპინძლობისთვის ემზადება

ღვინის 8 ათასწლიანი ისტორია გრძელდება. მეღვინეები საკუთარი ხელით დაწურულ ღვინოს, წელს ქვეყნის მასშტაბით გამოფენენ. საქართველო - "ღვინის დღეების" მასპინძლობისთვის ემზადება.

ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, 23 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ღვინის დღეების გრანდიოზული გახსნისთვის ემზადება კახეთი. თელავში გალაკონცერტზე ყველასთვის საყვარელი ქართული ანსამბლები და მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. 

"ღვინის დღეების" გალაკონცერტზე, ნატო მეტონიძე შვიდკაცასთან ერთად, გოგი ცაბაძის სიმღერას შეასრულებს. ფესტივალის გრანდიოზულ გახსნის კონცერტზე მსმენელისთვის "თეატრალურის კვარტეტი" იმღერებს.  

ღვინის დღეების დასკვნითი გალა-კონცერტი ზუგდიდში გაიმართება. დადიანების სასახლეში, ქართველ შემსრულებლებთან ერთად, სპეციალურად მოწვეული სტუმარი, იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო იმღერებს.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღვინის დღეები წელს მეორედ იმართება. უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი მრავალფეროვანი გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით სტუმრებს 7 დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, სხვადასხვა ქალაქში ელოდება.

დღის ამბები