06 ოქტომბერი 2024,   21:43
ვრცლად
"ვარდისფერი ოქტომბრის" - "ქართული ოცნების" თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, სკრინინგის კვირეული იმართება

"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების" თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, სკრინინგის კვირეული იმართება. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად თბილისის ყველა რაიონში შეხვედრები გაიმართება.

პირველ სკრინინგს დიდუბის ფილიალმა უმასპინძლა. სკრინინგ ცენტრში მისულ მომხმარებლებს ძუძუს კიბოს პრევენციის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და საჭირო კონსულტაციები ჩაუტარეს.

დღის ამბები