06 ოქტომბერი 2024,   21:53
ვრცლად
დაბომბვა გრძელდება, თან ზღვიდან ძლიერი სროლის ხმა ისმის - "კურიერი" აშქელონში მცხოვრებ ქართველს ესაუბრა

ამ წუთებში ისრაელის ოთხ ქალაქსა და ქვეყნის მთავარ აეროპორტთან, განგაშის სიგნალი ისმის, რაც მოსახლეობას მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს.

ცოტა ხნის წინ, ღაზის სექტორიდან ჰამასმა მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა აშდოდსა და აშქელონზე. მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო სისტემამ იმუშავა, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ აშკელონის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა, დაიჭრა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. იქამდე რამდენიმე საათით ადრე ტერორისტებმა დაბომბეს ქალაქი სდეროთი, სადაც ასევე არიან დაჭრილები.

"კურიერი"  აშქელონში მცხოვრებ ქართველს ესაუბრა.

"როდესაც აივანზე გამოვედით, ცუდი სუნი ვიგრძენით. წინ რომ გავიხედეთ, დავინახეთ ხანძარი. დაჭრილები არიან... დაბომბვა გრძელდება, თან ზღვიდან ძლიერი სროლის ხმა ისმის," - აცხადებს აშქელონის მცხოვრები, შიმონ აძიაშვილი.

დღის ამბები